LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანფკურტის ავტოსალონის 5 ყველაზე სწრაფი ავტომობილი

211

სპეციალისტებმა ფრანკფურტის ავტოსალონზე წარმოდგენილი ყველაზე სწრაფი ავტომობილების ტოპ ხუთეული შეადგინეს. ყველაზე სწრაფი პროტოტიპი ელექტროქარი Aspark Owl გახდა, რომელიც 100 კილომეტრ/საათს 2 წამში კრებს. გარდა ამისა, ავტომობილი მუშაობს არა აკუმულატორით, არამედ მძლავრ კონდესატორებს იყენებს.

მეორე ადგილი Mercedes-AMG Project One-ს ერგო, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი არ იუწყება, თუ რა სიჩქარეს კრებს ავტომობილი. ავტომობილს წინ Formula-1-ის ძრავი და ოთხი ელექტროძრავი აქვს, რაც ჯამში ათას ცხენის ძალაზე მეტს კრებს.

ლიდერთა სამეულს Lamborghini Aventador S Roadster-ი ასრულებს. ავტომობილი 100კმ/სთ-ს სამ წამში ავითარებს მაქსიმალური სიჩქარე კი 349 კილომეტრ/საათი აქვს. 6,5 ლიტრიანი ძრავი 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მეოთხე ადგილი ფრანქფურტის ავტოსალონზე წარმოდგენილ ყველაზე სწრაფ ავტომობილებს შორის Ferrari Portofino-ს უჭირავს, ის 100 კილომეტრს 3,5 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ აქვს.

ტოპ-5-ს Audi R8 V10 RWS ასრულებს, რომელიც 100 კილომეტრს 3,7 წამში კრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრ/საათია, 5,2 ლიტრიანი ძრავი კი 540 ცხენის ძალას ავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები