ფრანგების საყვარელი ქვეყანა საბერძნეთია. ტურისტული სააგენტოს Seto-ს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრანგებს შორის სწორედ საბერძნეთის ქალაქებსა და კუნძულებზეა. ხოლო, რაც შეეხება წინა წლების უცვლელ ლიდერს – ესპანეთს, ის წელს მხოლოდ მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერთა სამეულს კი პორტუგალია ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიისთვის ეს ნამდვილად წარმატებული მაჩვენებელია, რადგან ფრანგებს შორის დიდი პოპულარობით ის ვერასდროს სარგებლობდა.