LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებს ელექტროველოსიპედის ყიდვისთვის 2500 ევროს დაურიგებენ

82
electrbyce30

ფრანგებს საშუალება მიეცემათ, რომ ელექტროველოსიპედის საყიდლად 2500 ევრო მიიღონ. თუმცა, სანაცვლოდ მათ თავისი ძველი, ეკოლოგიურ ნორმებთან შეუსაბამო ავტომობილი უტილიზაციისთვის უნდა ჩააბარონ.

ახალი პროექტის დამსახურებით, საფრანგეთის ხელისუფლება გარემო პირობების გაუმჯობესებას და ჰაერში მავნე გამონაბოლქვის 40%–ით შემცირებას ვარაუდობს.

საფრანგეთში ძველი ავტომობილებისგან განთავისუფლება და ზოგადად კერძო ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებაც სურთ. ფულადი ჯილდოს დამსახურებით, ველოსიპედს ბევრად მეტი ფრანგი აირჩევს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ეკოლოგიური ტრანსპორტი აირჩიონ და ველოსიპედი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ვარიანტია.

მაგალითად, მადრიდში მერია მოსახლეობას ელექტრონული მსუბუქი ტრანსპორტის (ელექტროსკუტერის, ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლეტის) ღირებულების 50%–ს უნაზღაურებს. მალმეში კი გეგმავენ რომ საჯარო მოხელეები ველოსიპედებზე გადასვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები