LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულ ვენახებს გოჭები მოუვლიან

129
Capture

გოჭებმა საფრანგეთში, ლოზანას რეგიონში მდებარე ვენახების მოვლა უკვე დაიწყეს. ინოვაციური მიდგომის დამსახურებით მეღვინეებმა მავნე პესტიციდებზე უარის თქმა შეძლეს და გარემოზე ზრუნვაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ამის შესახებ The connexion წერს.

გოჭები ახალი ზელანდიიდან ჩამოიყვანეს. განსხვავებით ცხვრებისგან, რომლებსაც ევროპელები ბალახის „მოსაწესრიგებლად“ ხშირად იყენებენ, გოჭები სარეველას არა მხოლოდ ზედაპირულად „კრეჭენ“, არამედ ფესვიანად აგდებენ. რაც ხშირ შემთხვევაში მის ხელმეორედ გაზრდას უშლის ხელს.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ფიზიოლოგიის გამო გოჭებს თავის ზემოთ აწევა არ შეუძლიათ და შემთხვევით მოსავალსაც არ დააზიანებენ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ორგანული სასოფლო სამეურნეო მიწების რაოდენობა, ანუ ისეთის სადაც ქიმიკატებს არ იყენებენ, მთელს ევროკავშირში 9,1%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები