LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციის აეროპორტის თავზე ვენახს გააშენებენ

140
vineyard-topped-airport-terminal-in-florence-source-supplied-206549-2

იტალიაში, ფლორენციაში აშენებენ აეროპორტის ახალ ტერმინალს, რომლის სახურავზეც ვენახი გაშენდება – 7,7 ჰექტარზე 38 რიგი. სიახლის შესახებ Delicious წერს.

აეროპორტი ამ გზით კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ფლორენცია ტოსკანას ანუ იტალიის მეღვინეობის რეგიონის ცენტრში მდებარეობს.

ყურძნისგან დაამზადებენ ღვინოს, რომელსაც ტერმინალის ქვეშ სარდაფში დააძველებენ.

გარდა ამისა, ე.წ. მწვანე სახურავი მავნე გამონაბოლქვის შთანთქმასაც შეუწყობს ხელს, იქნება ხმაურის უკეთესი იზოლაცია და წვიმის წყლის გაფილტვრასაც შეუწყობს ხელს.

ახალი ტერმინალი ორ ეტაპად აშენდება: პირველი 2026 წელს დასრულდება, მეორე – 2035 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები