LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ბრენდის ”გოტიე” ოფიციალური შოურუმი თბილისში

63

თბილისში ფრანგული ბრენდის „გოტიე“ ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. როგორც ცნობილია „გოტიეს“ ავეჯის შოურუმი კომპანია „ახალი ნათების“ ინვესტიციით გაიხსნა.

„ახალი ნათების“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ზურა გაბინაშვილის განცხადებით, ეს არის 100%-ით ქართული ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ „ახალი ნათება“ განახორციელა.

„გოტიეს“ გენერალური დირექტორი დევიდ სოლარდ გოტიე, აცხადებს, რომ დღეს უკვე შესაძლებელია, ქართველმა მომხმარებელმა ფრანგული პროდუქცია ახლოს გაიცნოს.

საფრანგეთში, გოტიე აწარმოებს დახვეწილ, ელეგანტურ პროდუქციას ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და გვთავაზობს შემდეგი ტიპის ავეჯს: მისაღებ ოთახს, სასადილო ოთახს, საძინებელსა და მოზარდის ოთახს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „გოტიეს“ კოლექციები ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან  მზადდება, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ფუნქციურობით, ხოლო ვიზუალური კუთხით ყოველთვის სადა და ელეგანტურია.

კომპანია 55 წელზე მეტია რაც მსოფლიო ბაზარზეა და ქმნის დახვეწილ, თანამედროვე დიზაინისა და ამავდროულად, ფუნქციურ ავეჯს მათთვის, ვისაც სურს მინიმალური ადგილის ათვისებით მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები