ფრანგულ ბრენდს ”MOA”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა, მომხმარებლისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვს. მხოლოდ დღეს, 2015-16 წლის შემოდგომა-ზამთრის მითითებული მოდელები საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. ფასდაკლება ჩანთების, აქსესუარებისა და ბიჟუტერიის გარკვეულ მოდელებზე ვრცელდება. 49 ლარიანი საფულეების ფასი 30 ლარია, 59 ლარიანის კი 39 ლარი. 79 ლარიანი ჩანთები 50 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, 89 ლარის ღირებულების ჩანთების ფასი კი 59 ლარია. 100 ლარამდე ღირებულების ჩანთები 65-75 ლარი ღირს. ზოგადად მაღაზიაში ჩანთების ფასი 30 ლარიდან იწყება.
საქართველოში მაღაზია ”MOA”-ს ოთხი ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელს თანამედროვე მოდის ტენდენციებით შერჩეული აქსესუარების, ბიჟუტერიის, ჩანთებისა და ფეხსაცმლის შეძენა შეუძლია. მსოფლიოს მასშტაბით ”MOA”-ს 100-მდე მაღაზია ფუნქციონირებს.
”MOA”-ს შოპინგის მოყვარულთათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს. 31 ოქტომბრამდე იმ შემთხვევაში თუ ”MOA”-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ფასდაკლების კოდს მოიპოვებთ და მაღაზიაში წარადგენთ, 100 ლარიან შენაძენზე 20 ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ვაუჩერი არ მოქმედებს ფასდაკლებულ პროდუქციაზე.
ზამთრის თბილი შარფების ფასი მაღაზიაში 35 ლარია, ტრენდულ ხელთათმანებს კი 25 ლარად შეიძენთ ზამთრის სქელი შარფების ფასები 45 ლარია.
სიახლე ”MOA”-ში – ნაქსოვი ხელთათმანების შეძენა, რომელიც ტელეფონის სენსორებზე რეაგირებს 15 ლარადაა შესაძლებელი. სხვადასხვა ფერისა და ორნამენტებით გაწყობილ მაღალყელიან ბოტებს ”MOA”-ში 99 ლარად შეიძენთ, ხოლო დაბალყელიანი ბოტების შეძენა 79 ლარადაა შესაძლებელი. ე.წ. უგები 65 ლარი ღირს, ბიჟუტერიის ფასები კი 9 ლარიდან იწყება. მაღაზიაში კოლექცია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდება.

მაღაზია ”MOA” საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არის” ერთ-ერთი მიმართულებაა. თავად კომპანიამ ქართულ ბაზარზე საქმიანობა 1993 წელს დაიწყო და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ყავს დასაქმებული. ”აი სი არი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი” ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის ევროპული ბრენდების და კვების ობიექტებს წარმოადგენს.
წითელი დიდი ჩანთა – 125 ლარი, საშუალო წითელი და შავი ჩანთები – 99 ლარი, კლაჩი სკამზე – 95 ლარი, ფეხსაცმელი – 115 ლარი, კუბოკრული შარფი – 49 ლარი, შარფი – 65 ლარი, ბერეტი 29 ლარი
ბოტი – 79 ლარი
ჩანთა – 125 ლარი
კლაჩი – 79 ლარი
ჩანთა 79 ლარი
ჩანთა – 115 ლარი








