”ნიცა” და ”რენი” 14 ივლისის ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელების ფორმებით ითამაშებენ.
საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტი ნაღვლიანი იქნება.
ლიგა 1-ის ბინადრებმა ”ნიცამ” და ”რენმა” პირველი ტურის მატჩისთვის სპეციალური ფორმა დაამზადეს. ორივე გუნდის მაისურებზე ტრადიციული სატიტულო სპონსორების ნაცვლად დაიტანენ ტერაქტის 85 მსხვერპლის სახელებს. დაღუპულთა სახელები გულის ფორმას მიიღებს.
საფრანგეთის ჩემპიონატი დღეს იწყება, ”ნიცა” და ”რენი” კი კვირას, 14 აგვისტოს ითამაშებენ.