LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულმა Renault-მა მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა

263
image-renault-restarts-production-at-moscow-plant-164785907260487

Renault-მა რუსეთში, კერძოდ, მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა. ინფორმაციას სანდრო წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Renault-ის გადაწყვეტილებას წარმოების განახლების შესახებ, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ქარხანაში Renault აწყობს Duster-ს, Arkana-ს და Kaptur-ს ქროსოვერებს, ასევე Nissan Terrano SUV-ს რუსეთისთვის.

ცნობისთვის, Renault-მა მოსკოვში მუშაობა თებერვლის ბოლოს შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები