LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, ნდობას, ჩვენ ვერ შევცვლით ამას, უნდა მივიღოთ და გავუმკლავდეთ

120
შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„რაც ცხადია, არის ის, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩამოყალიბებულ წესებს, ჩამოყალიბებულ პარტნიორობას და ნდობას. ჩვენ ვერ შევცვლით ამას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს და უნდა გავუმკლავდეთ ამას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში არ არის, რომ ეს მსოფლმხედველობა ერთადერთ დომინანტურ პარადიგმად იქცეს. წესების არარსებობა არ უნდა გახდეს მსოფლიოს რეორგანიზების მოდელი“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი და განაცხადა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე, მის კულუარებში დისკუსიების ცენტრში იქნება ომის დასრულების შესაძლო გზების ძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g