LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკო ფონტანა: სამკაულის ექსპერტიზა დასრულდა, არანაირ ყალბ ნივთთან საქმე არ გვაქვს

513
52123798-2061376480649502-3245431246255292416-o

იტალიური ბრენდი franco fontana georgia ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია კომპანიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე. კომპანიის განცხადებას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„მთავარი არხის დახმარებით, ცნობილი მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი – ნატალი ქინგი ირწმუნებოდა, რომ ბეჭედი, რომელიც  „ფრანკო ფონტანაში“ 2 წლის წინ შეიძინა, მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინა, რომ ყალბია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, franco fontana საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის:

კერძოდ, მოქალაქე ნატალი ქინგის მიმართვის საფუძველზე,   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გეოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურმა საგამოცდო ლაბორატორიამ დაასრულა სამკაულის ექსპერტიზა. კვალიფიციური ექსპერტების დასკვნიდან ირკვევა, რომ ბეჭედი, რომელიც, მისი თქმით, ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიაში შეძინა, შავი ბრილიანტია და არანაირ ყალბ ნივთთან საქმე არ გვაქვს. ოფიციალური დასკვნა უკვე გადაეგზვნა  პოლიციის შესაბამის განყოფილებას. აღნიშნულ  დოკუმენტს  ჩვენ უახლოეს პერიოდში სასამართლოს საშუალებით მოვიპოვებთ და დაუყოვნებლივ  გავასაჯაროებთ. ამ ეტაპზე კი პოლიციისგან ვითხოვთ, დააკავოს ნატალია ქინგი თაღლითობისა და ცრუ დასმენის ფაქტზე.

როგორც ირკვევა, ეს ქალბატონი არა ერთ კომპანიას აშანტაჟებდა და სძალავდა სოლიდურ თანხებს მსგავსი მეთოდებით. მივმართავთ თხოვნით დაზარალებულ პირებსა და კომპანიებს, გამოგვეხმაურონ“, – წერია განცხადებაში, რომელსაც franco fontana georgia ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები