ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ დღეს გამოვაცხადეთ პოლიტიკური ბოიკოტი, რაც უკავშირდება ხელისუფლების დამოკიდებულებას მიხეილს სააკაშვილის მიმართ.
ჩვენ მოტივირებული ბოიკოტი გვაქვს, ხელისუფლების დამოკიდებულება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
თუ ხვალ ჩაინიშნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსმენა, ჩვენ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას.
თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდება მრავალპროფილურ საავადმყოფოში და ამაში ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულები, შემდგომ მოქმედების გეგმას ნამდვილად განვიხილავთ,“ განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ფრაქციამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა, პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კი დეპუტატის მანდატი დატოვა.