LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია: „ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით, განსაკუთრებით ასეთ დღეებში, როცა არ ვიცით, 10 წუთის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა…“

163
ბეგბედერი

ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია. ის გამომცემლობა „პალიტრამ“ უკვე მეორედ მოიწვია ჩვენს ქვეყანაში და მწერალიც სიამოვნებით დათანხმდა ამ მოპატიჟებას.

„პირველ არხთან“ გიორგი კეკელიძესა და დავით გორგილაძესთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ახლა ძალიან რთული დროა მსოფლიოში:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით აპოკალიფსის დღეებში. ჩვენ არ ვიცით, 10 წუთის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, უნდა ვისიამოვნოთ ყოველი წამით და საუკეთესო გზა წინააღმდეგობის თავისუფალი სიცოცხლის გაგრძელებაა. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, უარი ვუთხრათ სამყაროს დასასრულს, გავაგრძელოთ ისე ცხოვრება, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, დემოკრატია და თავისუფლება არის სიცოცხლის გზა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე, ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე, ჩემი სამუშაოა აღვწერო მსოფლიო და რაც უფრო გიჟდება მსოფლიო, მით მეტი სამუშაო მაქვს მე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g