პირველმა მალაიზიურმა ავიაკომპანიამ, რომელიც შარიათის კანონებს იცავს, პირველი ფრენა კვირას შეასრულა, ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. თვითმფრინავის ბორტზე იკრძალება ალკოჰოლის დალევა და ნებადართულია მხოლოდ ისლამისთვის მისაღები საკვები, ეკიპაჟის წევრ ქალებს თავსაბურავის ტარება ევალებათ.
Rayani Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის აფრენისას შესრულდება ლოცვა, ყველა ბორტგამცილებელი კი მგზავრებს ჰიჯაბით მოემსახურება.
Rayani Air-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელი ჯაფარ ზამჰარი ადასტურებს, რომ ალკოჰოლი ყველა ფრენისას აიკრძალება, ამასთან სავალდებულო იქნება მკაცრად იყოს დაცული ჩაცმულობის სტილი.
„ჩვენი ეკიპაჟის წევრი მუსულმანი ქალებისთვის სავალდებულო იქნება ატარონ ჰიჯაბი, არამუსულმანები კი მოკრძალებულად იყვნენ ჩაცმული,“ – ამბობს ზამარი.