LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენამდე: 5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ყველაფერი მოასწროთ და თან არც ინერვიულოთ

79
Capture

რაც არ უნდა იყოს – ფრენა ორგანიზმისთვის მაინც სტრესია. მაშინაც კი როცა წინ ნანატრი შვებულებაა და გამოძინებასაც მოახერხებთ, თვითმფრინავის შემდეგ რამდენიმე საათი (ხან დღეც) თავს ძალიან უენერგიოდ იგრძნობთ. იმისათვის, რომ დაღლილობა და ღელვა მინიმუმამდე შეამციროთ, გირჩევთ ეს რჩევები გაითვალისწინოთ.

1. ჩამოწერეთ სია: საყიდელი, გასაკეთებელი, წასაღები.
მოგზაურობის წინ მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ქაოსს, როგორც თავში ასევე ჩვენს გარშემოც. ამას კი ძველი სიების მეთოდი მოაგვარებს. რა უნდა იყიდოთ, გააკეთოთ, თან წაიღოთ – ჩამოწერეთ ფურცელზე ან ჩაინიშნეთ ტელეფონში, შემდეგ კი პუნქტები ნელ–ნელა შეასრულეთ, გაკეთებული საქმე „დააპლიუსეთ“. ასეთი სტრუქტურიზაციით სავარაუდოდ, არაფერი დაგავიწყდებათ და ბევრად მშვიდად იქნებით.

2. არ დაარღვიოთ ძილისა და კვების რეჟიმი
ეს პუნქტი წინასთან ერთად წყვილში არაჩვეულებრივად მუშობას – ქაოსის გაქრობა = მინიმალურ სტრესს = ხარისხიან ძილს = ორგანიზმისთვის ჩვეულ კვების რეჟიმს. ამ საკითხის მოგვარებით ფრენის დღეს ორგანიზმს საკმარისი რესურსით აღჭურავთ.

3. საჭირო ნივთები ფრენამდე ერთი კვირით ადრე უნდა შეიძინოთ, რამე თუ დაგავიწყდებათ რეზერვში საკმარისი დრო გექნებათ.

ყველაფერი ბოლო მომენტისთვის არ უნდა მოიტოვოთ და თქვენს თავს დაძაბულობა ხელოვნურად არ უნდა შეუქმნათ. ასეთი წინდახედულობა ძალიან წაგადგებათ, გეგმა ბ–სთვის საკმარისი დრო ყოველთვის გექნებათ.

4. თვითმფრინავში ჩასაცმელი ტანსაცმელი წინასწარ დაგეგმეთ
ფრენისას კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, სანამ ჩემოდნის ჩალაგებას დაიწყებთ, აეროპორტის „ლუქი“ წინასწარ დაგეგმეთ. დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი მაქსიმალურად კომფორტული შეარჩიეთ.

5. მოიფიქრეთ თუ რას გააკეთებთ თვითმფრინავში: ძილი, წიგნი, სამუშაო თუ სხვა
თვითმფრინავში გატარებული დრო თქვენი სურვილების ასასრულებლად გამოიყენეთ. წაიკითხეთ წიგნი, დაიძინეთ, მედიტაციით დაკავდით ან გააკეთეთ საქმე, რომელსაც სულ სამომავლოდ დებდით. თუკი წინასწარ მოიფიქრებთ იმას თუ რისი გაკეთება გსურთ – შესაბამისად მომზადებასაც მოასწრებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები