ფრენების რაოდენობის აღდგენის დინამიკით საქართველო ევროპის რეგიონში მე-16 ადგილზეა – ამის შესახებ საუბარია EUROCONTROL-ის 2021 წლის შეჯამებაში. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს ფრენების რაოდენობა, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით, დაახლოებით 18 ათასი ერთეულით შემცირდა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს – ევროპის 41 ქვეყანას შორის საავიაციო ბაზარზე ყველაზე დადებითი ტენდენცია ალბანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, ალბანეთში შარშან ფრენების რაოდენობა, მხოლოდ, 8%-ით შემცირდა.
2019 წელთან შედარებით, ყველაზე მკვეთრი ვარდნა გაერთიანებულ სამეფოში, ფინეთსა და ირლანდიაშია – სამივე ქვეყანაში ფრენების რაოდენობა 62%-ით შემცირდა.