LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების აღდგენის შემდეგ, Wizz Air ავიაბილეთებს არ გააძვირებს

93
kutaisi-wizz-air

ფრენების განახლების შემდეგ, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ავიაბილეთებზე ფასების ზრდას არ გეგმავს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის  კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ „ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქნება მაღალი კონკურენცია, თუმცა ავიაკომპანია ტარიფების ზრდას არ აპირებს.

„Wizz Air-ი ფრენის ღირებულებას არ გაზრდის. ვფიქრობთ, რომ ბილეთის ფასი იგივე დარჩება. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ფრენები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ინდუსტრიის მიზანია ხალხის კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში, რომ ფრენა მოგზაურობის ერთ-ერთი უსაფრთხო გზაა”, – განმარტავს ანდრაშ რადო.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაბრუნდება უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოში, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ეს მიმდინარე წლის ზაფხულში მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g