ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ივლისის დადასტურებული ფრენების განრიგს აქვეყნებს. ირკვევა, რომ Georgian Airways ივლისში რეისებს შეასრულებს პარიზის, ვენის, ამსტერდამის, ბერლინის და თელ-ავივის მიმართულებით.
„ძვირფასო მგზავრებო, მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, დადასტურებული ფრენების განრიგი ივლისში: თბილისი-პარიზი-თბილისი, (ყოველ სამშაბათს და პარასკევს); თბილისი-ვენა-თბილისი, (ყოველ კვირას); თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, (ყოველ ორშაბათს და შაბათს); თბილისი-ბერლინი-თბილისი, (ყოველ ოთხშაბათს); თბილისი-თელ ავივი-თბილისი, (ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს (10,17,24 ივლისს) და კვირას.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს. მოხარულნი ვიქნებით, გიხილოთ ბორტზე“, – ნათქვამია Georgian Airways-ის განცხადებაში.