LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრესკომ“ 200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

122

„ფრესკო“ თბილისში ფილიალების ქსელს აფართოვებს. რიგით მეშვიდე ფილიალი დღეს ისანში, ჩოლოყაშვილის ქ. №46-ში გაიხსნა.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, სუპერმარკეტი 7000 კვ. მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმომსახურე კაფე, საბავშვო კუთხე, თონე, აფთიაქი, ავტოსადგომი. ტერიტორია აღჭურვილია უფასო wi-fi ინტერნეტით.

ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. „ფრესკოს“ სუპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, ექსკლუზიური პროდუქტები.

კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს აერთიანებს. წლის ბოლომდე „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი ახალი, მერვე სუპერმარკეტი  გლდანში დაემატება. კომპანია   ქსელის გაფართოებას გეგმავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კომპანიაში 1500 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g