LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრესკოში“ შეძენილ კვერცხს სათითაოდ დაგითვლიან – „კვერცხის საყიდლად თუ შეხვალთ, სკამი გაიყოლეთ…“

142

„ფრესკოს“ გარშემო განვითარებული ვნებათაღელვა მეტ-ნაკლებად ჩაცხრა. იმ განცხადების შემდეგ, რომელიც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა სოცქსელში განათავსეს, გარკვეული პერიოდი გავიდა. სახელმწიფომ შეამოწმა „ფრესკო“ და განაცხადა, რომ დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

სუპერმარკეტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა ახლახან სოცქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ფრესკოში“ მისულს კვერცხები სულ სათითაოდ დაუთვალეს და გაუტარეს. ალექს ჩადუნელმა „ფეისბუქზე“ შესაბამისი ჩეკიც წარმოადგინა.

როგორც ის წერს:

„ფრესკოში“ შევედი კვერცხის საყიდლად. სალაროსთან მოლარე მეუბნება, რომ სათითაოდ უნდა გავატაროო. მეგონა, მეღადავებოდა, მერე აქეთ-იქით ვიყურებოდი ფარულ კამერაში ხო არ ვეხვევი-მეთქი. ეს საბრალო გოგო კი სათითაოდ იღებდა ერთი პარკიდან კვერცხს, შეჰყავდა კოდი და დებდა მეორე პარკში. 🙂

მგონი, ამ აქციების მერე სულ გარეკა „ფრესკოს“ შეფმა.

პ.ს. კვერცხის საყიდლად თუ შეხვალთ „ფრესკოში“, სკამი გაიყოლეთ“ .

რასაკვირველია, მის ამ პოსტს გამოხმაურება მოჰყვა. მისი მეგობრები დაინტერესდნენ, რა იქნება იმ შემთხვევაში, როცა ხალხი სააღადგომოდ დიდი რაოდენობის კვერცხის საყიდლად შევა სუპერმარკეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g