LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია: „ხომ არ მივიღოთ კანონი მათ მიმართ, ვინც საკუთარი განცხადებებით და მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას?“

161
ფრიდონ ინჯია

„საჭიროა ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ღონისძიებები მიიღოს, რათა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა დაიცვას“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭისყრით დაამტკიცონ.

სიტყვით გამოსვლის დროს ინჯიამ საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა – დაიბაროს იმ ქვეყნების ელჩები, „რომლებიც ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან“ და მათ შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადასცეს:

„ხომ არ მივიღოთ კანონი იმ პირების მიმართ, რომლებიც თავიანთი განცხადებებითა და მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ საქართველოში დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას?

სამწუხაროდ, აშშ-ს რეაქტიულმა წრეებმა, დღეს მოქმედი ადმინისტრაციის ოდიოზურმა ფიგურებმა და მათმა ვასალებმა მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში ათეულ ქვეყანაში დაგეგმეს და განახორციელეს რევოლუციები.

ამ რევოლუციებმა ვის რა მოუტანა, უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს. საჭიროა ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ღონისძიებები მიიღოს, რათა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა დაიცვას“, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.

პოპულარულები