გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ უნდა ისაუბრონ.
„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ… ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ”, – განაცხადა მერცმა რადიო Deutschlandfunk -ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორივე ქვეყანასთან (საფრანგეთთან და ბრიტანეთთან)”.
მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს „ასევე ამერიკული ბირთვული ფარი“.