LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრთხილად იყავით!… ხილი რომ ადვილად გაიყიდოს ორგანულ ნივთიერებებს ამატებენ, რომელიც უკიდურესად ტოქსიკურია… ისინი გაზრდიან სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, სიმსივნის რისკსაც“ – გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

762
გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ ტოქსიკური ნივთიერების შესახებ საუბრობს, რომლითაც ზოგიერთი ადამიანი ხილს ღებავს, რათა უფრო მარტივად მოხდეს მისი რეალიზება. აღნიშნულით ღოღობერიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ზრდის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სიმსივნის რისკსაც.

„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას… სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე

„წინა წელს საქართველოში 5716 ადამიანი სიმსივნით გარდაიცვალა. ამის ერთ-ერთ მიზეზი შეიძლება იყოს ამ ვიდეოში ნაჩვენები ფაქტიც. იმის გამო, რომ ხილი გაიყიდოს უფრო ადვილად, ამატებენ ხოლმე ორგანულ ნივთიერებებს, რომელიც ჩვენი სხეულისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. 

არ იფიქროთ, რომ მას გარეცხავთ და მარტივად მოშორდება. ეს ნივთიერებები წყალში არ იხსნება და როცა თქვენ მას მიირთმევთ, ისინი თქვენს სხეულს დღის ბოლოს ან მეორე დღეს საღამოს არ დატოვებენ, სხეულში დარჩება თვეები და ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მკვეთრად გაზრდიან სხვადასხვა დაავადებების მათ შორის, სიმსივნის რისკსაც. ფრთხილად იყავით! მოერიდეთ მსგავს პროდუქტებს“, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე. 

გიორგი ღოღობერიძე ვიდეოს კომენტარსაც ურთავს, სადაც წერს, რომ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველი ვიდეოს ავტორი მას დაუკავშირდა და მისი თხოვნის მიუხედავად, გამოყენებული ნივთიერების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

გიორგი ღოღობერიძის განცხადებით, სპრეის სახით ეთილენის გამოყენება უსაფრთხოა, მაგრამ თუ ის სხვა საღებავია, ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავს. 

„მეგობრებო, ვიდეოს ავტორი დამიკავშირდა. ვთხოვე, რომ სპრეის სურათი გადმოეგზავნა, რომ გვცოდნოდა, რა ნივთიერებას იყინებდნენ. დავპირდი, რომ თუ უსაფრთხო იქნებოდა, აუცილებლად ვაცნობებდი საზოგადოებას. გვინდა ვიცოდეთ, იყენებს ეთილენს თუ სხვა ორგანულ საღებავს. თუ ეთილენია, ის არ არის ტოქსიკური სხეულისთვის, მაგრამ თუ სხვა საღებავია, პოტენციურად სახიფათოა. ავტორი არ დამთანხმდა სპრეის სურათის გადმოგზავნას მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად“, – წერს გიორგი ღოღობერიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g