LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად! კიდევ ერთი სახიფათო ინტერნეტთამაშის შესახებ, სახელწოდებით „წითელი კარი, ყვითელი კარი”, ინფორმაციას ფსიქოლოგი ავრცელებს – „მშობლებმა ყურადღება მიაქციონ რას უყურებენ ბავშვები „ტიკტოკში“

1467
ნათია მალანია

მიმართვა მშობლებს, პედაგოგებს და სპეციალისტებს – ფსიქოლოგი, ნათია მალანია სოციალურ ქსელში საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს.

ფსიქოლოგის მიმართვა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ნატა მეფარიშვილის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრმა გაავრცელა.

ფსიქოლოგი „ფეისბუკში“ წერს, რომ ბავშვებში ბოლო პერიოდში გავრცელდა თამაში „წითელი კარი, ყვითელი კარი”, რომელიც ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, უსიამოვნო აზრთა ნაკადს, აძლიერებს შიშებს, აქვთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები.

სპეციალისტი ურჩევს მშობლებს, ყურადღება მიაქციონ რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით „ტიკტოკში“.

„მეგობრებო, ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა თამაში „წითელი კარი, ყვითელი კარი” (თამაშის დეტალებს სპეციალურად არ დავწერ რიგი მიზეზების გამო).

აღნიშნული თამაში უმეტეს შემთხვევაში იწვევს ან/და ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, უსიამოვნო აზრთა ნაკადს, აძლიერებს შიშებს, აქვთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები.
მნიშვნელოვანია მშობლებმა ყურადღება მიაქციონ რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით „ტიკტოკში“.

სკოლებმა მეტად გამოიკვლიონ ინფორმაცია, რაც მათ კედლებში ხდება.
სპეციალისტებმა სწორად და დროულად მიაკვლიონ პრობლემის არსს და შესაბამისად დაგეგმონ ჩარევის სტრატეგიები“, – წერს მალანია სოციალურ ქსელში.

მეგობრებო, ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა თამაში "წითელი კარი, ყვითელი კარი" (თამაშის დეტალებს სპეციალურად არ…

Posted by Natia Malania on პარასკევი, 04 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g