თვითშემეცნების პროცესი, რასაც ყოფით ენაზე საკუთარი თავის პოვნის მცდელობას ვუწოდებთ, ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანია. ცნობიერების უმაღლეს ინსტაციამდე მისვლა ანუ საკუთარი თავის, საზოგადოებისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი. როგორ უნდა იპოვოთ საკუთარი თავი – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
“ადამიანები ხშირად გაურბიან საკუთარ თავს, ამის მიზეზი კი შინაგანი შიშის ფაქტორია. ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში საკუთარ თავს უმალავს, რაც უფრო აშორებს საკუთარი მესგან. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში ხელს უშლის აღზრდის ფაქტორი. აღზრდის პროცესში კი უმთავრესი ბავშვებისთვის პასუხისმგებლობის აღების სწავლებაა.
რაც შეეხება სირთულეებს, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში აწყდება, იმისთვის რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი, აუცილებელია არსებული სირთულეების დანახვა და მათი აღიარება. ნებისმიერი სირთულე, რომელსაც დაინახავს ადამიანი, გადაიქცევა გამოწვევად.
„არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ადამიანი ვერ დაძლევს და პასუხს ვერ გასცემს. არსებობს „უბედურების ბედნიერება“, რა თქმა უნდა, კარგი იქნება იყოს „ბედნიერების ბედნიერება“, მაგრამ ცხოვრება ასე არ არის მოწყობილი, სულ იებით და ვარდებით გზა ვერ იქნება დაფენილი, ეკალიც შეგხვდებათ და ფეხის გულებს გატკენთ, მაგრამ როცა თქვენ ილუზიას არ შექმნით, ვინმეს არ დააბრალებთ, არამედ არსებული იარას თქვენ თვითონ მოუვლით და რეალობას მიიღებთ, ამას ქვია საკუთარი თავის მიღება…ახალშობილობიდან სრულ დამოუკიდებელობამდე ადამიანს საკმაოდ რთული წინაღობების გადალახვა უწევს. თუმცა, სწორედ ამ წინაღობების გადალახვით ეუფლება იგი ცხოვრების ენას ანუ სწავლობს ცხოვრებასთან სწორ, ადეკვატურ, პროდუქტიულ დამოკიდებულებას, რაც საბოლოოდ ადამიანისთვის ყველაზე დიდ, ფასდაუდებელ სიმდიდრედ-გამოცდილებად ფორმირდება“.
დრო გეძლევათ იმისთვის, რომ მას შინაარსი მიანიჭოთ. თუ დროს ფუჭად დაკარგავთ, ვერ შეავსეთ ვერაფრით, ე.ი. იმ დროში არ გიცხოვრიათ, წარსულმა გამოცდილება უნდა დატოვოს, ამიტომ აუცილებელია დროის სწორად განაწილება.
„რაც არ უნდა შეგემთხვეს წუთისოფელს თუ ერთი ბეწო თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსაო“, – წერდა ილია ჭავჭავაძე. დიახ, არ არის ცხოვრება ადვილი, მაგრამ მისი სიადვილე და სიკარგეც ის არის, რომ ის ისწავლება! ცხოვრების ე.წ. სწავლების პროცესია თავად ცხოვრება, პროდუქტიული ცხოვრება, როცა შენში არსებულ შესაძლებლობას სინამდვილედ გადააქცევ, როცა მომხმარებელ არსებიდან შემომქმედ ადამიანად გარდაისახები. და მაშინ შენი შემოქმედების უმთავრესი სუბიექტიც და ობიექტიც შენვე იქნები“.
7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:
გადაცემის ჩანაწერი: