LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში გუშინ ხანძარი იყო

187

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში გუშინ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები გუშინ დაღამებამდე ებრძოდნენ.

დღეს სამაშველო სამუშაოებში თბილისის, ალგეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც ჩაერთნენ.

ტერიტორია ძნელად მისადგომია, ადგილიდან არ მყარდება სატელეფონო კავშირი და, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია – აღნიშნული ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.

“ფორტუნა” ვითარების გარკვევას შეეცადა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ახალი კერები არ გაჩენილა და ხანძარი ლოკალიზებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g