არსებული ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა გამთენიისას 30-ე კილომეტრზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.
ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს „ფორტუნა“ შსს-ში აზუსტებს.