ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე [კმ8-კმ72 მონაკვეთზე] ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
გვიან ღამით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადიდდა ხევები, რამაც ღვარცოფული გამონატანები გამოიწვია.