ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.
„აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.