LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიატრი ოქუაშვილზე: „ამ კაცმა ან ცოლს როგორ აუხსნა სიყვარული, ან ამდენი ფული როგორ იშოვა!..“

174

ფსიქიატრი დავით გადელია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რომ ამდენი ხნის ფსიქიატრიული პრაქტიკის მიუხედავად, მისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა უჭირს.

გთავაზობთ ფსიქიატრის ვრცელ პოსტს ამ თემაზე:

„)))) რამდენი ხნის ფსიქიატრი ვარ, რა ბოდვიდან არ გამომიტანია რაღაც ფორმალური ლოგიკა მაინც, მაგრამ ოქუაშვილის ნათქვამს ვერც ახლა და ვერც ნაციონალების დროს თავი- ბოლო ვერ გავუგე!! უბრალოდ სიტყვებს ლაპარაკობს და ერთმანეთის საწინააღმდეგო დასკვნები გამოაქვს!!)) ამ კაცმა ან ცოლს როგორ აუხსნა სიყვარული, ან ამდენი ფული როგორ იშოვა!!))) ეკა და ნიკა იმედით უყურებენ და იქსფაქტორის რეაქციების შეშველება უნდათ, მაგრამ ჭირს.

მე არ ვამბობ, რომ ოქუაშვილთან ურთიერთობაში ყველაფერი სუფთა იყო (ალბათ არც იქნებოდა – არაა თავად ფაქიზი კაცი), უბრალოდ, სრულიად უაზროდ და ულოგიკოდ ლაპარაკობს! ფული გადაიხადა-არ გადაიხადა; ლევან ყიფიანი რატომ დასაჯეს- ამას რომ ფულის გადახდას თხოვდა იმიტომ? ჩხარტიშვილი რა ფრუქტიცაა ყველამ იცის, მარა ოქუაშვილს რამ გაახსენა ახლა და აუჩუყა გული 30წლის წინ პენსიონერების ანაბრების წართმევა?)))

…ეს ყველაფერი ლირიკაა.. მე რამდენიმე კითხვა მაქვს, რომლის პასუხსაც ამ ლაპარაკით არიდებს თავს ოქუაშვილი:

  1. აქვს თუ არა სახელმწიფოსთვის საგადასახადო ვალი ოქუაშვილს?
  2. თუ აქვს, რატომ არ იხდის?
  3. თუ პირადად ივანიშვილს მისცა ქრთამი საგადასახადო პრობლემიდან თავის ასაცილებლად, გამოდის რომ ბბ აზდაკივით ყოფილა – ქრთამს იღებს და კანონიერებას მაინც იცავს!))))
  4. რა ფიზიკური, ან სხვა ზიანი მიადგა ოქუაშვილს, გარდა საგადასახადო ვალდებულებისა? დემპინგის საკითხი გასარჩევია – ეს კანონით დაშვებული ბიზნეს ხერხია (ბევრი მიმართულებით ბიზნესში, ფასის დაკლების გამო, პრეტენზიებს ვერ წარმოადგენ), თუ არა ამ ბიზნესში.

ისე კი, როდესაც ასე თავისუფლად შეუძლია გამოთქვას თავისი, თუნდაც არეული აზრი და ლანძღოს დაუსჯელად ისეთი დიდი გავლენის მქონე ადამიანი, როგორც ივანიშვილია – ძალიან კარგია! ქვეყანაში რეალურადაა დემოკრატია! უცებ წარმოვიდგინე ის დრო… ფუი ეშმაკს… მე რა მენაღვლება, ჩემი აზრი გამოვხატე და დანარჩენი ყიფიანმა, გახარიამ, ივანიშვილმა და სხვებმა იმართლონ თავი, ხალხი გაერთობა მაინც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g