რამდენიმე საათის წინ 37 წლის ბრიტნი სპირსმა ფანებისთვის ახალი მიმართვა გაავრცელა. ესაა პირველი შემთხვევა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, როდესაც 37 წლის მომღერალმა გულშემატკივრებს მიმართა:
„მინდოდა უბრალოდ მოგსალმებოდით. ჩემზე გიჟური ჭორები მესმის და ჩემს ოჯახს ემუქრებიან. ვცდილობ, დრო დავუთმო საკუთარ თავს, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ მიდის. არაფერს დაუჯეროთ, რასაც კითხულობთ და ისმენთ“, – განაცხადა მიმართვაში ბრიტნი სპირსმა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ფსიქიატრიული კლინიკა სპირსმა დროებით, აღდგომის დღესასწაულისთვის დატოვა.