„ღამის პრაიმ ტაიმთან“ პედოფილიის თემაზე საუბრისას ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ქართულ საზოგადოებას ზოგადად ეშინია სიტყვა სექსის:
„სექსუალური განათლება არ გულისხმობს სექსუალური ურთიერთობის სწავლებას. ჩვენს საზოგადოებას სიტყვა სექსის ეშინია. სექსუალური განათლება იწვევს ასოციაციას, რომ ბავშვებს აუცილებლად სექსი უნდა ასწავლონ. ჩვენი ორგანოები რა ფუნქციის მატარებელია, ეს ხომ უნდა ვიცოდეთ? უსაფრთხოება, არასასურველი ორსულობისგან, დაავადებებისგან დაცვა… ერთადერთი, გვრჩება პრევენცია. 10-15 წლის ბავშვმა ხომ უნდა იცოდეს, რა არის ძალადობა, – თუ ეხებიან სასქესო ორგანოზე, უცხოს რომ ლეკვის სანახავად სადარბაზოში არ უნდა გაჰყვეს?“