LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე: „სიმშვიდე მოდის მაშინ, როცა გონება აწმყოში რჩება“

134
მარიამ შარმანაშვილი (1)

ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე საუბრობს იმაზე, თუ რამდენად რთულია ადამიანის გონებისთვის აწმყოში ყოფნა და რატომ არის ეს უნარი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრების პირობებში.

მისი თქმით, გონება ბუნებრივად მიისწრაფვის ან მომავალისკენ — რას და როგორ გააკეთებს ადამიანი, ან წარსულისკენ — რას როგორ უნდა ექნა.

ფსიქოლოგის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი კომპეტენცია, რაც ადამიანებმა უნდა განვივითაროთ, არის საკუთარი თავის „აქ და ამჟამად“ მოყვანა.

„ჩვენს გონებას არ შეუძლია აწმყოში ყოფნა. ან მიდის მომავალში – რას როგორ გავაკეთებ, ან წარსულში – რა როგორ უნდა გამეკეთებინა.

აწმყო მდგომარეობაში ყოფნა არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ. სიმშვიდე ამიტომ არ გამოგვდის ხოლმე. მშვიდად ვერ ხარ, თუ ყოველთვის ან მომავალში ხარ, ან წარსულში.

შენ თავის აქ და ამჟამად მოყვანა არის ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპეტენცია, რისი განვითარებაც სასწავლი გვაქვს ადამიანებს. ეს რომ გააკეთო, პირველი მარტივი ნაბიჯია – დააკვირდე შენს სუნთქვას. იმიტომ, რომ სუნთქვა არის ერთადერთი პროცესი, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობს აქ და ამჟამად. ამიტომ, როდესაც გონება ფორიაქში შეგიყვანს, ამოისუნთქე, ჩაისუნთქე, ყურადღება გადაიტანე შენს სუნთქვაზე. ეს გეხმარება, რომ საკუთარ თავს დაუკავშირდე, შინაგანი ცენტრი იპოვო და მერე აქედან იმოქმედო“, – ამბობს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g