ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი „იმედის დღესთან“ ადამიანური დანაკარგისა და მასთან გამკლავების შესახებ საუბრობს:
„როდესაც ადამიანი გლოვობს, ჩვენი პირველი რეფლექსი, რაც მისთვის გვინდა – რომ ვუშველოთ. ეს ადამიანური რეფლექსია, უნდა გიშველო, გადაგარჩინო, ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანო, ვხედავ, რომ ინგრევი და უნდა ამოაშენო. ეს არის პირველი შეცდომა. ამ დროს ადამიანს ვერ უშველი. ვცდილობთ, გამამხნევებელი რამ ვუთხრათ, რომ ბევრ ადამიანს სჭირდება, რომ ის მნიშვნელოვანია, ძლიერია, რაც გაქვს, იმაზე იფიქრე, ამდენს ნუ იფიქრებ დანაკარგზე, რადგან შენი ბრალი არ არის – ამის თქმას აზრი არ აქვს და შეიძლება გამოიწვიოს ბრაზი. მე იმის შესაძლებლობაც კი არ მაქვს, რომ საწოლიდან ავდგე და ამ დროს ვიღაცები პასუხისმგებლობას მაკისრებენ, რომ ვიყო ძლიერი…“