LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი: უპირობო შესრულება ბავშვის სურვილებისა შესაძლოა მის ემოციურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახოს

372
irma-peikrishvili-1690450226

ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილის თქმით, როდესაც ბავშვს მუდმივად და უპირობოდ უსრულებენ ყველა სურვილს, შედეგი ხშირად ის არ არის, რასაც მშობლები იმედოვნებენ.

„უცებ მოუნდა და ყველაფერი გავუკეთეთ“ – ეს მიდგომა, ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვისთვის სასურველი შედეგის მომტანი არ არის.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც მუდმივად ყველაფერს იღებენ დაუყოვნებლივ, კარგავენ ბედნიერების შეგრძნებასა და მოტივაციას.

„სურვილებიც აღარ აქვთ ხოლმე. იმდენად ყველაფერი აქვთ, რომ ‘მერე რა’ – და ის, რომ რაღაც ახალი არის ცხოვრებაში, აღარ უხარიათ,“* – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

სპეციალისტი მშობლებს ურჩევს, რომ დააბალანსონ ბავშვის სურვილებზე რეაგირება და მისცენ დრო, რომ ბავშვმა სიახლის მნიშვნელობა დააფასოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g