LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსიქოთერაპია გავიარე კვებითი აშლილობის მიმართულებით, წლებია პრაქტიკულად არ მქონია კვება, რომელსაც ტვინში ნერვიულობა არ მოჰყვება..მეც მომინდა დამეწერა, შეიძლება სხვასაც მოუნდეს ხმამაღლა ლაპარაკი“ – რას წერს სოფო ბათილაშვილი

1412
სოფო ბათილაშვილი

სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კვებითი აშლილობა აქვს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, კვებითი აშლილობის მიმართულებით ფსიქოთერაპიაც გაიარა.

„ვუყურებ და მახსენდება 3 ლუკმა, რომელსაც ძალით ვჭამდი, მაგაზეც გული მერეოდა.

საჭმელთან რთული ურთიერთობა მაქვს. მიზეზებზე ლაპარაკი შორს წამიყვანს. ფაქტი ისაა, რომ ბავშვობიდან დღემდე ვჭიდაობთ. ხან ძალიან ცოტას ვჭამ, ხან ვერაფრით ვერ ვჩერდები, რაც ისახება წონაზეც და მოკლე დროში ჩემი ორგანიზმი უბრალოდ დიდ სტრესს განიცდის.

ფსიქოთერაპია გავიარე კვებითი აშლილობის მიმართულებით ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში, თუ ცენტრში, თუ რაც ჰქვია. რომელიღაც მისვლაზე ფსიქოთერაპევტმა, არ გაქვს პრობლემა, კარგად ხარო. ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერაფერი ვუთხარი, თავი დავუქნიე და წამოვედი.

წლებია პრაქტიკულად არ მქონია კვება, რომელსაც ტვინში ნერვიულობა არ მოჰყვება. მაქვს პერიოდები, როცა ჭამის მერე რაღაც დრო ველოდები როდის გადამივლის გულისრევის შეგრძნება.

1 თვის და 1 კვირის წინ სიგარეტი გადავაგდე, რაც იმდენად დიდი ნაბიჯია ჩემთვის, გამიჭირდება მოკლედ აღვწერო, სხვა დროს და ცალკე სასაუბრო საკითხია. უსიგარეტობის გადალახვა შოკოლადებთან ერთად დაიწყო და წონაზეც აისახა, მაგრამ ვცდილობ მშვიდად ვიყო, ვივარჯიშო, საქმე ვაკეთო და უბრალოდ მოთმინებით მივყვე.

And yeah, body dysmorphia is real. ამ ფოტოებში მეგონა, რო დასაკლები მქონდა. (ფოტოები უცებ-უცებ ამორჩეულია, სწრაფად რაც ვიპოვე)

@foxy_eleniko-მ დაწერა და მეც მომინდა დამეწერა, შეიძლება სხვასაც მოუნდეს ხმამაღლა ლაპარაკი,“ – წერს სოფო ბათილაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g