სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს საქართველოში ყველაზე გავრცელებულ და იშვიათი გვარებისა და სახელების სტატისტიკას.
მამაკაცების ყველაზე გავრცელებულ ადგილის სამეული ასე გამოიყურება:
- გიორგი – 193 337
- დავით – 68 065
- ალექსანდრე- 45 549.
მომდევნო ადგილებს იკავებენ შემდეგი სახელები: ლუკა, ნიკოლოზი, ირაკლი, ზურაბ, საბა, ლევანი.
ქალების ყველაზე გავრცელებული სახელების სამეული ასე გამოიყურება:
- ნინო – 115 744
- მარიამ – 70 699
- ანა – 49 462.
მომდევნო ადგილს შემდეგი სახელები იკავებენ: თამარი, მარიამი, მაია.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია:
- ბერიძე- 29 866,
- კაპანაძე- 19 273,
- გელაშვილი- 18 308.
მომდევნო ადგილებზე შემდეგი სამი გვარია – მაისურაძე, მამედოვი, გიორგაძე.
საინტერესოდ გამოიყურება იშვიათ სახელთა სია:
- მილიარდი,
- ვებერთელა,
- მხედარი,
- ვინარი,
- კუკუშა,
- ედემი,
- ფუჩქი,
- ფიზიკა,
- პელე,
- გარინჩა,
- ნიუტონი,
- სევდაგულ,
- ფემისტოკლე,
- კეკლუცა,
- ნექტარი,
- ლამაზი,
- ვარგისო,
- მოქეიფე.
იშვიათ გვარების სია კი ასე გამოიყურება:
- ავგაროზაშვილი,
- თერძიშვილი,
- კბილიანაშვილი,
- ზეცაშვილი,
- ზურმუხტაშვილი,
- კრიჭინაშვილი,
- ვარვარიძე,
- სურვილაძე,
- შავთვალიშვილი,
- უფროსაშვილი,
- თევდორიკაშვილი,
- ნამზითიშვილი,
- ბუჩუხიშვილი,
- ელკანაშვილი,
- სასურქინაშვილი,
- კვიტინი,
- ღვლიღვაშვილი,
- მონავარდიშვილი.