LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულადი გადარიცხვებით საქართველოში რუსეთი ლიდერობს

122

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივლისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობამ 120, 9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ფულადი გადარიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა რუსეთია — 2017 წლის ივლისში ამ ქვეყნიდან 43,1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 14,3%-ით მეტია 2016 წლის ივლისთან შედარებით.

მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც საქართველოში ივლისში 12,7 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 16%-ით მეტია 2016 წლის ივლისთან შედარებით. შემდეგ მოდის იტალია — 12,1 მლნ აშშ დოლარი (21,2%), საბერძნეთი — 10,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი (3%), ისრაელი — 10,5 მლნ აშშ დოლარი (112, 5%) და თურქეთი — 9,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი (28,2%).
საბოლოო ჯამში, 2017 წლის პირველ ნახევარში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 20%-ით გაიზარდა 2016 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით და 629 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან საზღვარგარეთ 15,8 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 1%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.


ფულადი გზავნილები ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა.

magti 5g