საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.
TOP-5 ქვეყნის სია კი, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხა, შემდეგია:
1) რუსეთის ფედერაცია $34.94 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -1.48%;
2) იტალია $27.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.92%;
3) აშშ $22.05 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.80%;
4) საბერძნეთი $20.64 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 40.12%;
5) ისრაელი $14.30 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 187.06%;
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.