LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულადი გზავნილების მოცულობა 15%-ის გაიზარდა

119

2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 15.1%-ით (16.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი (40.3 მილიონი ამერიკული დოლარი); აშშ (12.8 მლნ); იტალია (12.7 მლნ); საბერძნეთი (11.5 მლნ) და ისრაელი (10.8 მლნ).

2017 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.4 მლნ აშშ დოლარი (46.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.3 მლნ აშშ დოლარისა (40.2 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g