LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულის გამოძალვა ტურისტებისთვის – ბათუმში 5 პირი დააკავეს

216
borkilebi

ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g