17-23 მარტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფულის გლობალური კვირეული ჩატარდება დევიზით „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“.
ფულის გლობალური კვირეულის (Global Money Week) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეთერთმეტედ უერთდება.
წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, განხორციელდება უკვე პოპულარული პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში”. პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და III- XII კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ.