LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააჩერეთ ჩავდივარ – ტურისტმა აფრენილი თვითმფრინავიდან ჩასვლა სცადა

115
turistnewsfly

ავიამგზავრი ავარიული გასასვლელის გაღების მცდელობისთვის დააპატიმრეს. ინციდენტი ავიაკომპანია Jet2-ის, ლონდონიდან დალამანისკენ(თურქეთი) მიმავალ რეისზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, როგორც კი ლაინერი ადგილიდან დაიძრა – 25 წლის ბრიტანელმა გოგონამ თანამგზავრების შეწუხება დაიწყო. ბორტგამცილებლები მის გასაჩერებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა მგზავრი უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. 45 წუთის გასვლის შემდეგ კი დებოშირი წამოხტა, სალონი ძალიან სწრაფად გაირბინა და ავარიული კარის გახსნა სცადა. ბორტგამცილებლებმა ის შეაჩერეს, რის შემდეგაც ბრიტანელმა პილოტის კაბინისკენ გაიწია.  მაშინ საქმეში სხვა მგზავრებიც ჩაერთვნენ და როგორც იქნა გოგონა დააკავეს. ის კი ყველას სიკვდილით დაემუქრა.

შედეგად ხომალდის კაპიტანი აეროპორტს დაუკავშირდა და სიტუაცია მოახსენა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ლაინერის დასაცავად ორი გამანადგურებელი გაგზავნა და თვითმფრინავი ავიაბაზამდე სწორედ მათ მიაცილეს.

დაფრენის შემდეგ დებოშირი პოლიციამ დააკავა და მას ბრალს უახლოეს მომავალში წაუყენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g