LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააჩნია, თანამემამულეებმა როგორ მოილხინეს ახალ წელს სუფრებთან – შემთხვევების მატებას 10-14 რიცხვისთვის ვნახავთ: იმნაძე

65
33

“ამ ეტაპზე, რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, არავითარი განსხვავება კლინიკურ მიმდინარეობაში კორონავირუსის ახალ და ძველ შტამს შორის არ არის.” – საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კორონავირუსის ახალ ვარიანტზე და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.

პაატა იმნაძემ პაციენტის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დადებითი შემთხვევა, რაც კი იყო საქართველოში და ლაბორატორიაში, შემოწმდა იმისათვის, რომ გამოვლენილიყო საეჭვო შემთხვევები:

“პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესდაც გამოქვეყნდა პირველადი მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო – ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა, რაც კი იყო საქართველოში და ლაბორატორიაში, იმისათვის, რომ მოგვენახა საეჭვო შემთხვევები.

მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაგრამ მას ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია. იზოლაციაში ვინც იყო, ყველა მოხსნილია, რადგან ყველამ გაიარა იზოლაციის 14 დღე.” – თქვა იმნაძემ.

რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, მისი განცხადებით:

“ვსწავლობთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას. მოძიებული იქნა ამ პაციენტების გენეტიკური მასალა და შესწავლილი ინება ორივე დადებითი ნიომუშის გენეტიკური სეკვენსები, იმისათვის, რომ ითქვას, ხომ არ არის რეინფიცირება.
ეს არ არის ადვილის საქმე, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი, ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები.
გადარჩეულია ახლა დაახლოებით 10-მდე შემთხვევა.” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შემთხვევების რაოდენობაზე და აღნიშნა, რომ მომდევნო დღეები ვითარების რეალურ სურათს დაგვანახებს:

“დღეს 2 000-ზე მეტი შემთხვევაა. ეს მოსალოდნელიც იყო – 1, 2, 3 იანვარს მიმართვიანობა დაბალი იყო გასაგები მიზეზების გამო. ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
ის ფაქტი, რომ ბევრი ტესტირება ჩატარედება თუ ცოტა, იქიდან დაახლოებით 15%-მდეა დადებითობის მაჩვენებელი, არ არის ცუდი მაჩვენებელი.

გააჩნია, ჩვენმა თანამემამულეებმა ახალ წელს როგორ მოულხინეს სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახში იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა კარგია და თუ ფართო წრეები იყო, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შემთხვევების მატებას 10-14 რიცხვისთვის.

ასე რომ, თუ ადამიანები იცავენ წერსებს – რისკი ნაკლებია და თუ არ იცავენ წესებს და არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეკლესია, სუპერმარკეტი თუ მიტინგი, რისკი მაღალია. თუ წესებს დავიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ წესებს არ დავიცავთ – იქნება შემთხვევების მატება.” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

mazda magti 5g