გსმენიათ ისეთი პროგრამის შესახებ, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა საჭირო ინფორმაციას სავაჭრო ობიექტის შესახებ – იქნება ეს გაყიდვები, შესყიდვები, მარაგები და.ა.შ?
თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია ოპტიმო ბიზნესის მართვის საკითხში, მაშინ ეს სტატია აუცილებლად ბოლომდე უნდა წაიკითხოთ.
ოპტიმო ეს არის გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა ნებისმიერი ტიპის მაღაზიისთვის. საქმის გასამარტივებლად და ბიზნესის გონივრულად სამართავად ოპტიმოს იყენებენ როგორც სასურსათო მარკეტები, ასევე დრაივები და ჯიხურები, აგრო, სამკაულების, ტექნიკის, ჭურჭლის, ავტო ნაწილების მაღაზიები და კვების ობიექტები.
დრაივის ტიპის მაღაზიებისთვის ოპტიმო ძალიან კარგი შეთავაზებაა, რადგან მას აქვს მარტივი ფუნქციონალი და ხელმისაწვდომია, ჯიხურში ინტერნეტის არქონის შემთხვევაში, თავად ოპტიმოს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ მოწყობილობას ინტერნეტით, მენეჯერისთვის კი ამით მარტივდება დრაივის დისტანციურად კონტროლი, რადგან ნებისმიერ დროს შეუძლია მობილურით ან ლეპტოპით შეამოწმოს მაღაზიის ვაჭრობა და მარაგები.
თუ გაქვთ საკონდიტრო, თქვენი მიზანი უნდა იყოს ახალ-ახალი გემოების, მრავალფეროვანი მენიუს შეთავაზება მომხმარებლისთვის და დროს არ უნდა კარგავდეთ ისეთ მარტივ საქმეზე, როგორიცაა ინგრედიენტების მარაგების თვლა, მოგება, ბესტსელერი პროდუქტის „ამოცნობა“ და.ა.შ. ამ ყველაფერს თქვენს ნაცვლად ოპტიმო გააკეთებს, მეტიც სტატისტიკის სახით მოგაწვდით ინფორმაციას საჭირო თემებზე და დაგისახავთ განვითარების მოკლე გზას.
მაღაზიის პროგრამა ოპტიმო დაგეხმარება, მიიღო შენი ობიექტის ვაჭრობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ნებისმიერ დროს, ადგილზე მისვლის გარეშე. დისტანციურად მართვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ოპტიმოსთან თანამშრომლობას, რადგან მენეჯერს შეუძლია მობილურით ან ლეპტოპით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, პროდუქციის ფასები ხშირად იცვლება, ოპტიმოს გამოყენების შემთხვევაში, თავად პროგრამა მიგანიშნებთ ცვლილებაზე, შეძლებთ ძველი ფასის ნახვას და ახალი გასაყიდი ფასის სწორად განსაზღვრას.
ოპტიმო მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა, აქვს ორი სამუშაო სივრცე – მენეჯერებისთვის და მოლარეებისთვის. მისი დახმარებით მოლარეს შეუძლია სწრაფად აწარმოოს გადახდები
- გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით, ფოტო, დასახელება და სხვა.
- საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში
- არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი
- გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება
- შეამოწმოს გაყიდვების ისტორია
ამ უნიკალური პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში უნდა ეწვიოთ ოპტიმოს საიტს optimo.ge, მოითხოვოთ დემო, შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია და დაელოდოთ წარმომადგენელს, რომელიც მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაცია ოპტიმოს შესახებ და დაგეხმარებათ დააყენოთ ის თქვენს ობიექტზე.
(R)