LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გააზიარეთ დედის წერილი გთხოვთ… მდგომარეობა მძიმეა…“ -17 წლის გოგონას, რომელიც სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით დაიჭრა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

594
გივიკო დიდია, მარიამ ამბალია

17 წლის გოგონას, მარიამ ამბალიას, რომელიც სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით დაიჭრა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

არსებული ინფორმაციით, ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც გოგონამ დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში მიიღო.

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მარიამის დედის თხოვნას აქვეყნებს და წერს, რომ მარიამ ამბალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მისი თურქეთში დაუყოვნებლივ გადაყვანა არის საჭირო, ოჯახს კი ფინანსური სახსრები არ გააჩნია:

„გააზიარეთ გთხოვთ… დედის წერილი, 17 წლის მარიამ ამბალია, რომელიც მძიმედ დაშავდა სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად .მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში გადაყვანას. საზოგადოებას უმორჩილესად ვთხოვთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მარიამს!
თანხის მიმღები: ეკა გაბისონია. პ/ნ 29001009563
ანგ.საქ.ბანკი GE55BG0000000609401350“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახ 💔 გააზიარეთ გთხოვთ 🙏🥹 დედის წერილი , 17 წლის მარიამ ამბალია,რომელიც მძიმედ დაშავდა სანადირო თოფიდან შემთხვევით…

Posted by Giviko Didia Official on პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g