პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.
თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში შვილის ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„მე არასდროს დავნებდები შენს გვერდით იქამდე ვიქნები სანამ შენს გზებს არ გაიკვალავ… იქამდე ვიქნები სანამ ცოლს არ მოიყვან და მარტო გადასვლას არ გადაწყვეტ… იქამდე ვიბრძოლებ შენთვის სანამ ჩავთვლი რომ ფრჩხილიც კი აღარ გტკივა… გაბრიელი წინ მიდის და ვიმარჯვებთ კიდევ არასდროს მივცემ დანებების უფლებას და ამაში თქვენ უზიმოდ გვეხმარებით ლოცვით თანხით და დიდი სიყვარულით“ – წერს თაკო ბარბაქაძე.
ცნობისთვის, პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს გასულ თვეს სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
