ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პანდემიის პერიოდში ჩატარებული აქციების რისკზე საუბრობს.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აქციები მობილობას ძალიან ზრდის. მისივე განმარტებით, ასეთი აქტივობები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს:
“დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია. რაც უნდა დაწესდეს დამატებით, თუ არ აღსრულდა, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგცემს.
რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება.” – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის მარათონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებშიც გაგრძელდება:
“მარათონი უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, რომელიც მარათონის შედეგად სოფლებში აიცრა. მარათონი გაგრძელდება დიდ ქალაქებშიც და თავის შედეგს აუცილებლად მოგვცემს. ყველა ინტერვენცია, რომელიც ამ მიმართულებითაა, ერთმანეთს ემატება და აძლიერებს პროცესს.” – აცხადებს გაბუნია.
10 და 50 ათასობით ადამიანის შეკრება ვირუსის პროვოცირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია- დევი ტაბიძე