ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ის, რაც არჩევნებს თავყრილობების სახით მოჰყვა, რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში, დაცული არ არის.
როგორც გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მობილობა ის მთავარი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს.
მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ „დელტა შტამთან“ მიმართებით სიფრთხილე გასამმაგებულია, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება.
ვითარება უარესდება, ახალი ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო – გამყრელიძე
„რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში გამწვავება, რომ ისევ თითქმის 5 000-მდე მივედით. ბოლო პერიოდში მობილობის ისევ უჩვეულო მატება გვაქვს. არის ქუჩის აქციები. თვითონ არჩევნები იმდენად რისკი არ არის, რადგან არჩევნების გარემო მართვადია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.