LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია ეპიდვითარებაზე: საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი, მობილობა გაზრდილია 2%-ით

44
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გართულებულ ეპიდვითარებასა და პანდემიასთან დაკავშირებული მაჩვენებლების გაუარესებაზე საუბრობს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, იზრდება საწოლფონდის დატვირთვა; გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი; 2%-ით გაზრდილია მობილობა:

“საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება. 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მაგრამ უკვე დაკავებულია 6 916 საწოლი.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 678, რეანიმაციაში კი 355 პაციენტი წევს. გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებელი –  40% იყო ბოლოს და ახლა 35%-ზეა ჩამოსული.

მობილობის ზრდა არის 2%-იანი, რაც ხელს უწყობს ინფექციის კიდევ მეტად გავრცელებას. ამდენად, აქ ჩვენთვის გამოსავალია აქტიური ვაქცინაციის პროგრამა. ის გადაწყვეტილებები, რაც საბჭომ მიიღო პენსიონერების ვაქცინაციასა და მწვანე საშვთან დაკავშირებით, პროცესს, გარკვეულად, წაახალისებს”, – განაცხადა გაბუნიამ.

მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი: ღარიბაშვილი

პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება

პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღბენ

magti 5g